logo
ENG



იუსტიციის სამინისტრო ტიკარაძეს: გამოყავით ჯგუფი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასაკვირვებლად

12 ოქტ 202121:11
3 წუთის საკითხავი
 
იუსტიციის სამინისტრო ტიკარაძეს: გამოყავით ჯგუფი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასაკვირვებლად

იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუდნაძეს სთხოვს, საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის, ჩაერთონ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის მონიტორინგში. 

უწყება გავრცელებული განცხადებით თანამშრომლობისთვის მიმართავს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს სთხოვს, "პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა". - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო. 

მიხეილ სააკაშვილი უკვე 12 დღეა, შიმშილობს. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაკავების შემდეგ დაიწყო. 

ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, შიმშილობის შედეგად ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მისი ინფორმაციით. სააკაშვილს გადაადგილებასა და მეტყველებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ასევე,  დაუსივდა ფეხებიც. 


close დახურვა